სილვესტერ სტალონეს ახალი გატაცება

სილვესტერ სტალონეს ახალი გატაცება

ცნობილი ამერიკელი მსახიობი სილვესტერ სტალონე 66 წლის ბრძანდება. საპატიო ასაკის მიუხედავად თავს უწინდელივით მხნედ გრძნობს და აქტიურ სამსახიობო კარიერასაც თავს არ ანებებს.

რამდენიმე წლის წინ „მისტერ რემბომ“ საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა. მსახიობი სლაი მხატვრობით დაინტერესდა და რამდენიმე შესანიშნავი ტილოც შექმნა.

ცოტა ხნის წინ ქალაქ მაიამიში სტალონეს ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

გამოფენის დახურვის დროს მოწყობილ საზეიმო ცერემონიალზე ბატონმა რემბომ, როკიმ ან შინაურულად სლაიმ, შემდეგი სიტყვები განაცხადა:

„ნებისმიერი მხატვრული ფილმის გადასაღებ პროცესში რამდენიმე ათეული ადამიანი შრომობს. თითოეულ მათგანს საკუთარი აზრი გააჩნია და საბოლოო პროდუქტი მრავალი იდეის ერთიან ჯამს წარმოადგენს.

მხატვრობაში სრულიად საწინააღმდეგო სურათთან გვაქვს საქმე. როცა სურათს ვხატავ, საკუთარ თავთან სრულიად მარტო ვრჩები და საბოლოო პროდუქტი მხოლოდ ჩემს პირად შემოქმედებას წარმოადგენს.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რაც უფრო ცუდ გუნებაზე გახლავართ მოლბერტის წინ, მით უფრო კმაყოფილი ვრჩები მიღწეული საბოლოო შედეგით”.