პოლ მაკარტნის 71 წელი შეუსრულდა

პოლ მაკარტნის 71 წელი შეუსრულდა

დღეს ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსს სერ პოლ მაკარტნის დაბადებიდან 71 წელი შეუსრულდა.

ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, მაკარტნი საიუბილეო თარიღის მოკრძალებულად აღნიშვნას აპირებს.

ვულოცავთ სახელგანთქმულ მუსიკოსს ამ ღირთშესანიშნავ თარიღს და მომავალში ჯანმრთელობასა და ახალ შემოქმედებით მიღწევებს ვუსურვებთ.

პოლ მაკარტნისა და ჯგუფი „The Beatles”-ის ბიოგრაფიის გაცნობით თავს არ შეგაწყენთ, რადგან ამ ინფორმაციას მრავალი ჩვენთაგანი კარგად ფლობს. ნება მომეცით ცნობილი მუსიკოსის შესახებ ერთი საინტერესო ცნობა შემოგთავაზოთ.

სერ პოლს მუსიკალური კარიერის განმავლობაში არაერთი ჩინებული სიმღერა დაუწერია. ცოტა ხნის წინ მაკარტნიმ ბრიტანელი ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და მას-მედიის წარმომადგენლებს მისთვის ყველაზე საყვარელი ათი კომპოზიციის სია გადასცა.

1. “Band on the Run”

2. “Blackbird”

3. “The Fool On The Hill”

4. “Monkberry Moon Delight”

5. “Live and Let Die”

6. “No More Lonely Nights”

7. “Hope of Deliverance”

8. “My Brave Face”

9. “Beautiful Nights”

10. “My Valentine”