საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა სამების საკათედრო ტაძარში დილის წირვას დაესწრო. წირვაზე იმყოფებოდნენ ასევე, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილე პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე.
წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დალოცა. დღესვე, სამხედრო პოლიციელებმა „ილორის წმინდა გიორგის“ ხატი აკურთხებინეს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროში მდებარე სამლოცველოში, მისი რესტავრაციის შემდეგ დააბრძანებენ.
გადაწყდა, რომ სამხედრო პოლიციისა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირების შეთანხმებით, 16 ივნისი სამხედრო პოლიციის დღედ გამოცხადდეს. სამხედრო პოლიცია ამავე დღეს 1992 წელს შეიქმნა.