შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე „პრივატ ბანკ“-ზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული, 1993 წელს დაბადებული პაატა კ. დააკავეს.
დაკავებული 10 ივნისს, დღის 12:30 საათზე, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე „პრივატ ბანკში“ თანამშრომელს იარაღით თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. ბანკის თანამშრომელმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც პაატა კ-მ ბანკიდან ფულის წაღება ვეღარ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში ბრალდებული პირი თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმკიცებად ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).