შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ დავით სუჯაშვილსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა სამინისტროში.
შეხვედრაზე საუბარი ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ არსებულ ვითარებას შეეხო და ყურადრება რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „საზღვრების“ გამაგრებისა და მოწყობის პროცესზე გამახვილდა.
აღნიშნულ შეხვედრაზე შსს–ს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის როლს ქვეყანაში და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.