იაგო ხვიჩია: სხდომების მეტი რა ტარდება, მაგრამ იქ არ დადის არც ოპოზიცია, არც ხელისუფლება და ვინც დადის, იმათაც ეზარებათ იქ ჯდომა, ისეთი სახით სხედან

იაგო ხვიჩია: სხდომების მეტი რა ტარდება, მაგრამ იქ არ დადის არც ოპოზიცია, არც ხელისუფლება და ვინც დადის, იმათაც ეზარებათ იქ ჯდომა, ისეთი სახით სხედან

სხდომების მეტი რა ტარდება, მაგრამ იქ არ დადის არც ოპოზიცია არც ხელისუფლება და ვინც დადის, იმათაც ეზარებათ იქ ჯდომა, ისეთი სახით სხედან. ასეთ რეალობაში ახალი სესიის მოთხოვნა არასერიოზულია, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მგონია, რომ ჯერ ოპოზიცია მზად არ არის რიგგარეშე სხდომაზე ის საკითხები წარმოადგინოს, რაც უნდა. არც ეს საკითხებია მომზადებული სათანადოდ და ვფიქრობ, რომ ოპოზიციას სალაპარაკო ჯერ ბევრი აქვს, იმიტომ, რომ სხდომების მეტი რა ტარდება, მაგრამ იქ არ დადის არც ოპოზიცია, არც ხელისუფლება და ვინც დადის, იმათაც ეზარებათ იქ ჯდომა, ისეთი სახით სხედან. ასეთ რეალობაში ახალი სესიის მოთხოვნა არასერიოზულია“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, რომ პარლამენტში ხელმოწერებს შეაგროვებენ, რათა რიგგარეშე პლენარული სხდომა მოიწვიონ.

პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს. რადიკალური ოპოზიცია კი, ევროპას ისევ ბოიკოტს უცხადებს. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში არ ერთვებიან, თუმცა ვერც ალტერნატიულ გეგმაზე ჩამოყალიბდნენ