ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სასაწყობე ფართებია.

როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

დოი ძალიან მეცოდებიან ეს ხალხი,ერთი კია,რატომ არ აქვთ დაზღვევები,საკუთრებას ასე ხომ და იცავდნენ და აუნაზღაურდებოდათ მაგრამ არა,ფულის გადახდა არ უნდათ.
1 თვის უკან