ამერიკელმა სამართალდამცველებმა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკანონო ჩარევის ბრალდებით ორი უკრაინელი დააკავეს. ინფორმაციას აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
მისი განცხადებით, ადამიანების დაკავება ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტსა და საიმიგრაციო სამსახურთან თანამშრომლობის მეშვეობით მოხდა.
„თუ თქვენ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიხართ და კანონებს არღვევთ, ამისთვის პასუხს აგებთ“, - დაწერა ნოემმა.
უკრაინულ მხარეს ოფიციალური განმარტება მომხდართან დაკავშირებით არ გაუკეთებია.
ღმერთმა ნუ ქნას ამათ რეალური ძალა მიეცეთ, თორემ რუსეთი სანატრელი ექნება ევროპასაც და ბევრ სხვასაც.
გრძნობს ამას, ევროპაც და ამერიკაც და ამიტომ ცდილობენ, შეაკლან ესენი რუსეთს. საცოდავი უკრაინელი ხალხი კი, ამათ მერკანტილურ ინტერესებს ეწირება.