პაატა მანჯგალაძე: თუ ბოიკოტს გამოუცხადებენ რიგგარეშე სესიას, ჩვენ სექტემბერში დავაინიცირებთ თორმეტივე მიმართულებით კონკრეტულ კანონპროექტებს

პაატა მანჯგალაძე: თუ ბოიკოტს გამოუცხადებენ რიგგარეშე სესიას, ჩვენ სექტემბერში დავაინიცირებთ თორმეტივე მიმართულებით კონკრეტულ კანონპროექტებს

თუ ბოიკოტს გამოუცხადებენ რიგგარეშე სესიას, ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას და სექტემბერში დავაინიცირებთ თორმეტივე მიმართულებით კონკრეტულ კანონპროექტებს, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„12 პუნქტიდან 3 იქნება დღის წესრიგის საკითხები, რომელიც უკვე მომზადებულია. თუ „ქართული ოცნება“ გვეტყვის უარს ან პრეზიდენტი არ მოიწვევს პარლამენტს, ბოიკოტს გამოუცხადებენ რიგგარეშე სესიას, ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას და სექტემბერში დავაინიცირებთ თორმეტივე მიმართულებით კონკრეტულ კანონპროექტებს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Maverick ელაპარაკე ახლა ამას, ბიჯო, რაც ჭიჭეს პარტიაში ხარ, მაგ პარტიის ერთი წესიერი საქციელი არ მინახავს, ჩაშვების და ბოიკოტების გარდა, ახლა რა ბზიკმა გიკბინა თავგამოდებისთვის, რას უცდი სექტემბერს ახლავე გვითხარი და თუ მოგვეწონება მხარსაც დაგიჭერთ, მთავრობასაც ვთხოვთ მხარი დაგიჭირონ...

აჰა ბურთი, აჰა მოედანი!
2 წლის უკან