ვისაც არ სურს მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესში, რომელიც საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, არის სწორედ ამ პროცესის მოწინააღმდეგე და რუსული პოლიტიკის განმახორციელებელი ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ყველა, ვინც კი აცხადებს უარს, ვგულისხმობ რადიკალური ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობასა“ და მასთან აფილირებულ პარტიებს, ყველა, ვისაც არ სურს მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესში, რომელიც საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ნათელია, რომ ის არის სწორედ ამ პროცესის მოწინააღმდეგე და რუსული პოლიტიკის განმახორციელებელი ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, რომ პარლამენტში ხელმოწერებს შეაგროვებენ, რათა რიგგარეშე პლენარული სხდომა მოიწვიონ.
პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს. რადიკალური ოპოზიცია კი, ევროპას ისევ ბოიკოტს უცხადებს. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში არ ერთვებიან, თუმცა ვერც ალტერნატიულ გეგმაზე ჩამოყალიბდნენ