დღეს, სწავლება “shared horizon 2013” დაიწყო. სწავლების მიზანი ეროვნული რეაგირების გეგმის მიხედვით, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს უწყებათაშორის ერთიანი რეაგირების მექანიზმების შემუშავებაა. სწავლების მონაწილეთა შორის ასევე, ამერიკის გვარდიის წარმომადგენლები არიან.
სიმულაციური სცენარის მიხედვით სტიქიის ეპიცენტრად აჭარის რეგიონია შერჩეული, სადაც ბუნებრივი კატაკლიზმები განვითარდება. სწავლება “shared horizon 2013” სამ ფაზად არის დაყოფილი, რომელიც ეროვნულ გვარდიაში და თბილისის ზღვაზე ჩატარდება.
სწავლების უშუალო მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა უზრუნველყოფს.სწავლების პერიოდში გამოყენებული იქნება სიმულაციური სცენარები რომლებშიც, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად 10 სტუდენტიც მიიღებს მონაწილეობას.