დღეს დილით იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ „La Gazzetta dello Sport” გაავრცელა ცნობა, რომ ტურინის „იუვენტუსმა“ არგენტინის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესის შეძენა მოისურვა.
თავდაპირველად ცნობილი გახლდათ რომ იტალიელებს ტევესის თანამემამულე გონსალო იგუაინის ყიდვა სურდათ, მაგრამ მადრიდის „რეალთან“ საერთო ენა ვერ გამონახეს.
ტურინელებმა მანჩესტერულ გუნდს ტევესის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო შესთავაზეს. ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით „სიტის“ მეპატრონეების პასუხი უცნობია.
29 წლის არგენტინელს ბრიტანელებთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა მომავალ წელს უსრულდება. „იუვენტუსის“ გარდა მისი სამსახურით „ლივერპული“, „მილანი“ და „მონაკო“ არიან დაინტერესებულები.
ზემოთჩამოთვლილი გუნდებიდან ტევესს გული საფრანგეთისაკენ მიუდის. „მონაკოს“ რუსმა მფლობელმა დმიტრი რიბოლოვლევმა მას ანაზღაურების სახით წელიწადში 18 მილიონი ევრო შესთავაზა.