სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება

სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება

დიდუბის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ტერევერკოს ქუჩის N36-სა და ლუბლიანას ქუჩის N4-ში მიმდინარეობს.

სამუშაოების მიხედვით, ახლდება მოედანზე არსებული დაზიანებები, იცვლება ხელოვნური საფარი, იჭიმება და იღებება მავთულბადე, იცვლება ფეხბურთის კარები და კალათბურთის ბადეები.

უახლოეს პერიოდში ანალოგიური ტიპის სამუშაოები დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-15 კორპუსისა და წერეთლის გამზირის N55-ში  მდებარე სპორტულ მოედნებზე დაიწყება.

სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 234 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში  ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯორჯიან ინვესტი“ ასრულებს.
მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილესთან და დიღმის საუბნო განყოფილების უფროსთან ერთად გაეცნო.