კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე უცხოეთში ხშირად იმყოფებოდა.
დღეს მის ერთ საამაყო მოგონებას შემოგთავაზებთ, რომელიც ნებისმიერ ქართველს ძალიან ესიამოვნება.
ბატონი რეზო კანის საერთაშორისო კინოფესტივალს ესწრებოდა, რომელზეც “ბურთი და მოედანი“ უჩვენეს. ქართველი რეჟისორის გვერდით პოპულარული ფრანგი მსახიობი ჟან გაბენი მჯდარა.
აღფრთოვანებულს ჩუმად გადაულაპარაკია მისთვის: ეს რა გენიოსი გყოლიათ ქართველებსო.
ალბათ მიხვდით, რომ საუბარი ბატონ იპოლიტე ხვიჩიას ეხებოდა. ჟან გაბენის ამგვარი შეფასება ყველა მსახიობისათვის დიდი პატივი იყო.