დღეს დილით ესპანურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ხვალ მადრიდის „რეალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
ცნობილი გახდა რომ „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და „პსჟ“-ს არაბმა მეპატრონეებმა საერთო ენა უკვე გამონახეს.
კარლო ანჩელოტი პარიზული გუნდიდან უკვე წამოსულია და „პარი სენ ჟერმენთან“ იურიდიულად არაფერი აღარ აკავშირებს. მადრიდის „რეალი“ ახალ მთავარ მწვრთნელს ხვალ, ოფიციალურად დანიშნულ პრესკონფერენციაზე წარადგენს.
ესპანური მასმედიის მტკიცებით, „რეალი“ ფრანგულ გუნდს საკომპენსაციო თანხად 2 მილიონ ევროს გადაუხდის.
ანჩელოტი პარიზიდან უკვე წამოვიდა. მის ადგილს ბრიტანული „ტოტენჰემის“ ამჟამინდელი დამრიგებელი ანდრე ვილაშ-ბოაში უმიზნებს. ინგლისურ გუნდს მისი გაშვება არ სურს, ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთის სპეციალისტი კი თურმე ფრანგულ კლუბში მუშაობაზე ოცნებობს.
კულუარი ცნობით, ფრანგები კარლო ანჩელოტის სანაცვლოდ მიღებულ საკომპენსაციო თანხას ვილაშ-ბოაშის „გამოსასყიდად“ გადაიხდიან.