ოზურგეთში გიორგი სალუქვაძის სახელობის კონკურს-ფესტივალი დაიწყო

ოზურგეთში გიორგი სალუქვაძის სახელობის კონკურს-ფესტივალი დაიწყო

ოზურგეთში გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის მე-12 საერთაშორისო კონკურს - ფესტივალი  კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ნათია გოლიაძესთან ერთად  დაესწრო. 

ფესტივალში ესტონეთის, უკრაინის, ისრაელის, უზბეკეთის, ადგილობრივი  ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები იღებენ მონაწილეობას. 

ღონისძიების ორგანიზატორია ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი.