დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-17 კორპუსის მიმდებარედ, ასფალტის საფარი 600 კვ.მ ფართობზე იგება, ასევე, ბორდიური და ტროტუარები წესრიგდება. სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 000 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში ასფალტის საფარი 29 458 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა. სამუშაოებისთვის 1 560 900 ლარი გამოიყო.