ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

ლიბერთი, გაეროს 'გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის' (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს. 

„ განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს გლობალური შეთახმების საქართველოს ქსელს. აღნიშნული თანამშრომლობა, სრულ თანხვედრაშია ლიბერთის მიზნებთან - იყოს პასუხისმგებლიანი ბიზნესი, საკუთარი წვლილი შეიტანოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში და ხელი შეუწყოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას" - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.  

,,მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკი შემოუერთდა ჩვენს პლატფორმას და  საერთაშორისო სტანდარტის, გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის ხელმომწერი გახდა. ეს გააძლიერებს არა მხოლოდ ლიბერთი ბანკში მდგრად მიდგომებს, არამედ იქნება მაგალითი და ხელს შეუწყობს პასუხისმგებლიანი ქცევის პოპულარიზაციას კომპანიის პარტნიორებსა და კონტრაქტორებშიც."- სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს 20 000 - ზე მეტ მონაწილეს 161 ქვეყნიდან. ორგანიზაციის ხედვა არის, ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და 140-მდე წევრს აერთიანებს. ქსელის მისიაა საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულების მხარდაჭერა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. 

ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.