საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა გრძელდება

საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა გრძელდება

დიდუბის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო სარგებლობის დაზიანებული კიბეების აღდგენა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, შესაბამისი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა სამტრედიის ქუჩის მეხუთე კორპუსში. პროექტისთვის 22 879 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო და კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარესა და ადგილობრივებს შეხვდა.

მიმდინარე წელს, გამგეობამ  ხუთი საერთო სარგებლობის კიბე მოაწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 895 ლარი დაიხარჯა.