უსაფრთხოების მოაჯირების აღდგენა გრძელდება

უსაფრთხოების მოაჯირების აღდგენა გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, დაზიანებული უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციას განაგრძობს.

ამ დროისთვის სამუშაოები დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის 21-ე კორპუსის მიმდებარედ, მეორე კვარტლის მე-10 კორპუსთან და მესამე კვარტლის მე-15 კორპუსის მიმდებარედ, ასევე, რობაქიძის გამზირის N7-სა და მირცხულავას ქუჩის N3ა-ში განხორციელდა.

კონტრაქტორმა კომპანიამ მოაჯირების დაზიანებული ელემენტები აღადგინა და შეღება.
აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  14 663 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.