თავდაცვის სამინისტროში ჯარის კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ზაზა ბროლაძემ და თამარ ქაროსანიძემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ტენდერების შეწყვეტის გადაწყვეტილებასა და ქართული ჯარის კვების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ, თუ რას აპირებს თავდაცვის სამინისტრო მომავალში ჯარის კვებასთან დაკავშირებით.
სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 11 ივნისს გამართულ სატენდერო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა, სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის
1 მაისიდან სამხედრო მოსამსახურეები არანორმირებულიდან ნორმირებული კვების რეჟიმზე გადავიდნენ.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ ისინი გამოთქვამდნენ ცალკეულ უკმაყოფილებას ნორმირებული კვების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთვალისწინებინა სამხედრო მოსამსახურეთა სურვილი, სისტემაში აღედგინა არანორმირებული კვება. ნორმირებულ კვებაზე გადასვლა, თავის მხრივ, სატენდერო დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას იწვევს, ამიტომ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისია იძულებული გახდა შეეწყვიტა კვებით უზრუნველყოფის ტენდერები. რამდენი ღია ტენდერი ჩაატარა თავდვაცვის სამინისტრომ და რა პირობები შესთავაზა კომპანია „პროგრეს +“ სმა? ამ საკითხებზე For.ge-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე ესაუბრა.
ბატონო ზაზა, როგორია 11 სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდომარეობა და თუ გახდა ცნობილი, რა გახდა მათი მოწამვლის მიზეზი?
- სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ, უკვე გამოწერილები არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება მიზეზს, აღებული იქნა ანალიზები, რომელსაც დრო სჭირდება. თუმცა, აქ ერთი საკითხია, რომ ეს ანალიზები აღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მათ გაუკეთდათ გადასხმები და ამიტომ, შეიძლება ამ ანალიზებმა შედეგი არ აჩვენოს და შესაძლოა, ვერ გავიგოთ რა გახდა მათი მოწამვლის მიზეზი.
არის თუა არა ინციდენტი კავშირში მინისტრის გადაწყვეტილებასთან? თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შეჩერდა რამდენიმე ტენდერი. ტენდერის თემა გახდა უმცირესობის ბრალდების მთავარი თემა...
- სამხედროების მოწამვლასთან ტენდერების შეჩერების საკითხს კავშირი არ აქვს. ტენდერები შეჩერდა იმის გამო, რომ ჯარში იყო ნორმირებული კვება და სატენდერო პირებებში ჩაწერილი იყო, რომ კვება უნდა ყოფილიყო ნორმირებული. როგორც აღმოჩნდა, სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩატარდა გამოკითხვები, მათ არ ისურვეს ნორმირებული კვება, უფრო სწორედ არჩიეს, რომ კვება ყოფილიყო არანორმირებული. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ ჯარისკაცები ყოფილიყვნენ კმაყოფილები. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ გადავსულვიყავით არანორმირებული კვების რეჟიმზე. რაც ნიშნავს იმას, რომ თვისობრივად შეიცვალა სატენდერო პირობები. ამის გამო, ჩვენ მოგვიწვია ტენდერების ჩაშლა, ვინაიდან ამას ითვალისწინებს სატენდერო კანონომდებლობა.
ეს იყო ამ ტენდერების ჩაშლის მიზეზი. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, - აბსოლუტურად არადეკვატური იყო. მათ ისიც კი არ იცოდნენ, რომ ტენდერები ჩაიშალა.
არანორმირებულიად, ნორმირებულ კვებაზე გადასვლა, სატენდერო დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას იწვევს?
- რა თქმა უნდა. მაგალითად, სასმელ წყალზე გამოვაცხადე ტენდერი, მაგრამ შემდეგ, აღარ მოგვინდა სასმელი წყალი და მოგვინდა, რომ შეგვესყიდა მინერალური წყალი, ეს ნიშნავს, რომ თვისობრივი ცვლილება მოხდა, მიშვნელოვანი პირობა შეიცვალა და ამიტომ, ახლა მე წყალს კი არ ვყიდულობ, მინერალურ წყალს ვყიდულობ, ამიტომ სულ სხვა მომწოდებლები უნდა მოვიწვიო და სულ სხვა მომწოდებლებმა უნდა გააკეთონ განაცხადი ამ ტენდერში მონაწილეობაზე.
ანალოგიურად, როდესაც ნორმირებულ კვებაზე იყო ტენდერი გამოცხადებული, კომპანიები ამის მიხედვით მოემზადნენ და შეიტანეს განაცხადები ნორმირებული კვების პირობების დასაკმაყოფილებლად. ვინაიდან, ჩვენ არანორმირებული კვება მოვითხოვეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე მომწოდებლები, იგივე პირობებით ვეღარ შემოგვთავაზებენ თავიანთ მომსახურეობას. ამიტომ, ეს უკვე არის თვისობრივი ცვლილება, - ნორმირებულიდან გადასვლა არანორმირებულზე.
კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც ოპოზიცია გიყენებთ მდგომარეობს იმაში, რომ შპს „პროგრეს +“ რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ამ კომპანიის ხელმძღვანელი არის გენერალ ყარყარაშვილის ახლობელი და, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ „პროგრეს +“ გახდა გამარჯვებული.
- ეს ყველაფერი ხდება ელექტრონულად და ვაჭრობა მიმდინარეობს. ამიტომ, ვინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, გადაწყვეტილებას ვიღებთ შემოთავაზებული ფასის მიხედვით. საბურავების ტენდერში „პროგრეს +“-მა შემოგვთავაზა უკეთესი ფასი, ვიდრე „თეგეტა მოტორსმა“. სხვათაშორის „თეგეტა მოტორსმა“ განაცხადა, რომ იმიტომ წავაგეთ ეს ტენდერი, კომპანია „პროგრეს +“-მა უფრო დაბალი ფასი შესთავაზა თავდაცვის სამინისტროსო.
ამიტომ, ძალიან დიდი სურვილი რომ გვქონოდა, ტენდერი შესყიდვების სააგენტოს საიტზე ელექტრონულად მიმდინარეობს და ვერანაირად ვერ ჩავერეოდით, ამის არანაირი ტექნიკური ბერკეტი არ გაგვაჩნია. ასე რომ, ვინც დაბალი ფასი შემოგვთავაზა და ის პირობები დააკმაყოფილა, რაც ჩვენ გვინდოდა, იმ კომპანიამ გაიმარჯვა და ბრალდება, რომ რომელიმე კომპანიას გავამარჯვებინეთ, აბსოლუტური უცოდინარობაა მათი მხრიდან.
თვლით, რომ ბრალდება უფრო პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ვიდრე სამართლებლივად?
- ეს ბრალდებებიც არაა, ეს უკვე არის პირადი ზიზღი და უკამაყოფილება, ანტაგონიზმი ირაკლი ალასანიას მიმართ, რომელიც ამ ხალხს გააჩნია. აქ პოლიტიკაც არაფერ შუაშია, მათ რაღაცა პირადი ანგარისწორების განხორციელების მცდელობა ჰქონდათ და მეტი არაფერი. პოლიტიკისგან შორს არის ასეთი რაღაცეები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ განვახორციელეთ მოსვლის დღიდან, არის ის, რომ, თითქმის, ყველა ტენდერი გახლავთ ელექტრონული და ღია.
პატარა სტატისტიკას მოგახსენებთ და ამით ყველაფერი ნათელი იქნება. 2011 წლის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა მხოლოდ 16 ელექტრონული ტენდერი. ამავე დროს, მათ საიდუმლო წესით განახორციელეს 592 ხელშეკრულება. 2013 წელს კი ჩვენ 78 ტენდერი განვახორციელეთ, ხოლო რაც შეეხება ფარულ ტენდერს (მოგეხსენებათ, ჩვენ თავდაცვის უწყება ვართ და ზოგიერთი ნივთი უნდა ვიყიდოთ ფარული წესით, იმიტომ, რომ წესია ასეთი და ამას საჯაროს ვერ გავხდით.), მთელი წლის განმავლობაში 32 საიდუმლო ხელშეკრულება დავდეთ, როცა მათ 592 ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული.
აქედან გამომდინარე, ეს საიდუმლო ხარჯების ნაწილს განეკუთვნება და ამაზე კონტროლს აწესებს ნდობის ჯგუფი...
- რა თქმა უნდა. თუმცა წინა ხელმძღვანელობა ამ ფარულ ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობდა ყველაფერს, არ მინდა დავასახელო რას, ეს გარკვეული კანონის დარღვევა იქნება, მაგრამ ლოგიკურად, რომ ვიმსჯელოთ, მხოლოდ 16 ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული ღია ტენედერის საფუძველზე და 11 მილიონი ლარის პროდუქცია აქვთ მხოლოდ შესყიდული ღია ტენდერის საშუალებით, დანარჩენი ყველაფერი შეისყიდეს ფარული ხელშეკრულებებით. ამიტომ, მათი მხრიდან კორუფციაზე და ტრანსფარანტულობაზე საუბარი იმდენად სასცილოა, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.