ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას შინაგან საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას შინაგან საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დასახელდა სპეციალური კომისიის შემადგენლობა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. კომისიას უხელმძღვანელებს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

შეხვედრაზე იმსჯელეს შექმნილი კომისიის საქმიანობისა და კომპეტენციის განსაზღვრაზე. საუბარი ასევე შეეხო ფარული ჩანაწერების არქივის განადგურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.