გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მერიების ჩართულობით, რეგიონში მცხოვრები მუნიციპალური სოციალური პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეები მედიკამენტებს ფასდაკლებით შეიძენენ.
სამივე მუნიციპალიტეტის მერმა ფარმაცევტულ კომპანიებთან ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს და მათ კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტების შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შემდეგ სააფთიაქო ქსელებთან გაფორმდა: ,,ავერსი - ფარმა“, „პსპ ფარმა“, „იმპექსფარმი“ და სს „გეფა“ (ფარმადეპო, ჯი პი სი);