სოზარ სუბარი: როდესაც უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატობას, ჩვენ კი კანდიდატობის კანდიდატობას, ეს არ არის სამართლიანი

სოზარ სუბარი: როდესაც უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატობას, ჩვენ კი კანდიდატობის კანდიდატობას, ეს არ არის სამართლიანი

მოლდოვაში მოსახლეობის დაახლოებით 50% მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს. ბოლო არჩევნებამდე სულ კომუნისტური პარტია ან მასთან კოალიციაში მყოფი ძალები იმარჯვებდნენ. ამ დროს, ჩვენ გვაძლევენ არა კანდიდატობას, არამედ კანდიდატობის კანდიდატობას, რაც არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„საქართველოში ევროკავშირის მიმართ საოცრად მაღალი მხარდაჭერაა და ეს მხარდაჭერა უპრეცედენტოდ გაიზარდა ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო - იყო ჩვეულებრივ 60-70%, ახლა კი არის 85%. განსხვავებით იგივე მოლდოვისგან, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 50% მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს. ბოლო არჩევნებამდე სულ კომუნისტური პარტია ან მასთან კოალიციაში მყოფი ძალები იმარჯვებდნენ. ამ დროს, ჩვენ გვაძლევენ არა კანდიდატობას, არამედ კანდიდატობის კანდიდატობას, რაც არაფერს ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება - ეს არის სიტყვა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვითხოვდით და ველოდებოდით, მაგრამ როდესაც ის ორი ქვეყანა ხდება კანდიდატი, ჩვენ კი კანდიდატობის კანდიდატი, ეს არ არის სამართლიანი. ეს იწვევს სერიოზულ ტურბულენტობას საზოგადოებაში. ოპოზიციას გაუჩნდა შანსები, რომ მოატყუოს საზოგადოება და თქვას, რომ ამის დამაბრკოლებელი არის „ქართული ოცნება“. ამას სჭირდება სიმართლის თქმა და ზოგჯერ სიმართლე არის ის, რასაც კულუარებში გვეუბნებიან და რის სააშკარაოზე გამოტანასაც ერიდება ხელისუფლება“, - აცხადებს სუბარი.

Aburjga Tasmanieli სამართლიანი არ არის, მაგრამ კარგია! ძალიან კარგია! ეს ევროპელი და აშშ ლიბერალი მტარვალები ახლა როგორ გვახვევენ თავს ყოველგვარ სიბინძურეს და უნა,უსოდ ძალადობენ ქართველებზე, მერე გეკითხა თავში ჩაჩქუნი და მითითება, მითითებაზე! ქართველებო როდის მოხვალთ აზრზე, რომ უფასო ყველი მარტო სათაგურშია!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სამართლიანი არ არის, მაგრამ კარგია! ძალიან კარგია! ეს ევროპელი და აშშ ლიბერალი მტარვალები ახლა როგორ გვახვევენ თავს ყოველგვარ სიბინძურეს და უნა,უსოდ ძალადობენ ქართველებზე, მერე გეკითხა თავში ჩაჩქუნი და მითითება, მითითებაზე! ქართველებო როდის მოხვალთ აზრზე, რომ უფასო ყველი მარტო სათაგურშია!
1 წლის უკან
amo ნინო ბურჯანაძე - დასავლეთთან დ ა პ ი რ ი ს პ ი რ ე ბა უნდათ, მაგრამ ვერ ბედავენ, რომ პირველი პირები გამოვიდნენ და ილაპარაკონ, ამიტომ გამოიყვანეს სცენის გვერდიდან სხვა ადამიანები - „ქართული ოცნების“ „ტრიუკია“. ქ-ნო ნინო პოლიტიკოსმა ისეთი რამ არ უნდა თქვას, რომ ხალხს გაეცინოს. ვინ გიჟი დაიჯერებს ამ შეფასებას. დაპირისპირება კი არა იმის მცდელობაა უთხრა იცი რაა? რომ მეხმარები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მ ა ი ძ უ ლ ე ბ მე ჩემი სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ წავიდე. შენი შეფასება სამარცხვინოა, მაგრამ როგორც ჩანს მეტს ვერ ქაჩავთ.
1 წლის უკან