სოზარ სუბარი: თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთისთვის ეს იქნება მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის - გამანადგურებელი

სოზარ სუბარი: თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთისთვის ეს იქნება მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის - გამანადგურებელი

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საქართველო და მოლდოვა ებმებიან ომში. ეს ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზი არის არა ერთგან, არამედ ორგან და სამგან. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში: ფრონტის ხაზი გაშლილია რამდენიმე ათას კილომეტრზე, თუმცა აქტიური საომარი მოქმედებები ხდება ერთ კონკრეტულ წერტილში, შემდეგ მეორე წერტილში, შემდეგ მესამე წერტილში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთს ბევრად უფრო გაუძნელდება ომი. მხოლოდ სადმე შეჭრა კი არაა ომი, აღებულ ტერიტორიას სჭირდება დაკავება, გამაგრება და დამატებითი ძალა. ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში დაიწყო ლაპარაკი, რომ რუსეთს რაკეტები აღარ აქვს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღე სულ უფრო მეტი რაკეტა მიდის, მათ შორის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე - იბომბება მოსახლეობა, საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრები. რა დღეში იქნებოდა საქართველო, ადვილი წარმოსადგენია. კი, რუსეთისთვის ეს იქნებოდა მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის იქნებოდა გამანადგურებელი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.