მიხეილ სარჯველაძე: შესაძლოა ევროპაშიც იყვნენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სურთ ქვეყანას წარმატების გზაზე წინაღობები გაუჩინონ, რომ შემდეგ პრობლემა შეიქმნას ხელისუფლებისთვის

მიხეილ სარჯველაძე: შესაძლოა ევროპაშიც იყვნენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სურთ ქვეყანას წარმატების გზაზე წინაღობები გაუჩინონ, რომ შემდეგ პრობლემა შეიქმნას ხელისუფლებისთვის

მე მგონია, რომ ლოგიკა არის იმაში, რომ სავარაუდოდ არსებობენ პოლიტიკური ძალები ევროპაში, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ ქვეყანას წარმატების გზაზე წინაღობები გაუჩინონ, რომ სამომავლოდ პრობლემა შეიქმნას ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„შეფასებებს როცა ეხება საქმე, აქ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ის რომ ხშირ შემთხვევაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სურთ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაში, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის გამოყენებული იყოს მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით არსებული პერსპექტივები, წარმატებები, წარუმატებლობები, ამაზე ბევრს გვისაუბრია ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან. თუმცა, რა დოზას შევარჩევთ, ეს საკითხი არის განსხვავებული მოსაზრებების საგანი. რამდენად კრიტიკულად შევაფასებთ, რამდენად გავაშუქებთ ამ საკითხს, ესაა განსხვავებული. თუმცა, მე მგონია, რომ ლოგიკა იმაში, რაზეც არის საუბარი, რომ სავარაუდოდ არსებობენ პოლიტიკური ძალები ევროპაში, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ ქვეყანას წარმატებაზე წინაღობები გაუჩინონ, რომ სამომავლოდ პრობლემა შეიქმნას ხელისუფლებისთვის, სამწუხაროდ, ამის გულშემატკივარი ძალები შეიძლება ევროპაშიც გვყავდნენ“, - განაცხადა სარჯველაძემ.