გიორგი ანთაძე ნატოს სამიტის დეკლარაციაზე: ხაზგასმულია, რომ ალიანსი კვლავინდებურად მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს მისწრაფებას ნატოში ინტეგრაციის გზაზე

გიორგი ანთაძე ნატოს სამიტის დეკლარაციაზე: ხაზგასმულია, რომ ალიანსი კვლავინდებურად მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს მისწრაფებას ნატოში ინტეგრაციის გზაზე

ჩვენ, უკვე შეგვიძლია, ნატოს სამიტს ვუწოდოთ ისტორიული სამიტი იმის გათვალისწინებით, რომ ალიანსის დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება , - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ალიანსი ფართოვდება ისეთი ქვეყნების ხარჯზე, რომლებიც აქამდე ნეიტრალურად იყვნენ განწყობილები.

„ვგულისხმობ უკვე ოფიციალურად შვედეთისა და ფინეთის მოწვევას ალიანსში - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით ირიბად „მოახერხა“ ის, რომ ალიანსი კიდევ უფრო ძლიერი და უფრო გაფართოებული იქნება რუსეთთან მიმართებაში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის კონკრეტული ღონისძიებები, რაც უკვე დაანონსდა ალიანსის დღის წესრიგში. ახალი ნატოს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ფაქტობრივად ყველა თანამედროვე გამოწვევას ეხმიანება. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე სტრატეგიულ კონცეფციაში 41-ე მუხლში მკაფიოდ არის გზავნილები მოცემული იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც, საქართველოს ჩათვლით კვლავინდებურად მიისწრაფვიან ალიანსის წევრობისაკენ. ხაზგასმულია, რომ ალიანსი კვლავინდებურად მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს მისწრაფებას ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ნატომ მადრიდის სამიტზე დეკლარაცია მიიღო, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.