იაპონიაში იშვიათი ჯიშის 15 ბალი $4,4 ათასად გაიყიდა

იაპონიაში იშვიათი ჯიშის 15 ბალი $4,4 ათასად გაიყიდა

იაპონიაში იშვიათი ჯიშის Juno Heart-ის 15 ცალი ბალი რეკორდულ ფასად გაიყიდა. ამის შესახებ The Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბალი კენკრის აუქციონზე, 4,4 ათას დოლარად, აომორის პრეფექტურაში გაიყიდა. ბალი სასაჩუქრე ყუთში მოთავსებული. სულ კომპანიამ გასაყიდად 50 ასეთი ყუთი გაიტანა. ვაჭრობაში კომპანიამ Nagatsuka Seika გაიმარჯვა, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვით არის დაკავებული. ეტალონური ბალი სწორედ ამ კომპანიის მაღაზიებში გაიყიდება.

Juno Heart-ი აომორის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა შექმნეს. მეცნიერების ჩანაფიქრით, ეს ბალი ძვირადღირებული საჩუქრის ფუნქციას უნდა ასრულებდეს. ამ ჯიშის ბალში შაქრის შემცველობა 20%-ს შეადგენს, დიამეტრი 2,8 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს, თითოეულ კენკრას კი იდეალური ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს.