პოპულარული ფრანგული ტელეშოუს „ფორტ ბოარდის“ შემდეგ სეზონში ცოცხალ ვეფხვებს ვირტუალური 3D-მოდელებით ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ Huff Post-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 3D-ვეფხვები საგანძურში იქნებიან, სადაც ოქროს მონეტები ინახება. ამასთან, შოუს ავტორები შეინარჩუნებენ ვეფხვების აქამდე გამოყენებულ გამოსახულებებს - პროგრამის ლოგოტიპსა და მონაწილეთა ტანსაცმელზე.
ვეფხვები „ფორტ ბოიარდში“ პროგრამის პირველივე ეპიზოდიდან ჩნდებოდნენ, რომელიც ეთერში 1990 წელს გავიდა. ვეფხვების წასვლის შესახებ პროგრამის გადამღებმა სტუდიამ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა. ეს გადაწყვეტილება ადამიანების „მენტალიტეტის ევოლუციით“ ახსნეს, რომლებიც მეტად ზრუნავენ ცხოველების კეთილდღეობაზე.
ახალი სეზონის პირველი სერია ტელეკომპანია France 2-ის ეთერში 2 ივლისს გავა. გველები, მღრღნელები და მწერები ახალ სეზონში კვლავ გამოჩნდებიან.