მიხაილო პოდოლიაკი კრემლის პრესსპიკერ: უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, რომ „ბრძანებით

მიხაილო პოდოლიაკი კრემლის პრესსპიკერ: უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, რომ „ბრძანებით" შეაჩეროს

კრემლის პრესსპიკერს დმიტრი პესკოვს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უპასუხეს და განაცხადეს, რომ რუსეთს შეუძლია ნებისმიერ მომენტში დაასრულოს ომი უკრაინაში, თუ მისი ხელმძღვანელობა მოულოდნელად ადეკვატური გახდება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პუტინის პრესმდივანს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უპასუხა.

"ისევ Z-ულტიმატუმები? უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, რომ „ბრძანებით" შეაჩეროს. მოსკოვს შეუძლია ომის დასრულება ნებისმიერ მომენტში, უბრალოდ ადეკვატურობას დაუბრუნდეს. შეწყვიტოს რაკეტების გაგზავნა ქალაქებში, გაიყვანოს ჯარები და უარი თქვას ბირთვულ პროპაგანდაზე", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, დღის ბოლომდე დასრულდეს თუ კიევში გასცემენ ბრძანებას იარაღის დაყრაზე და კაპიტულაციაზე.