ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების დაკრძალვა (ვიდეო)

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების დაკრძალვა (ვიდეო)

ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული ქართველი გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ზურაბ გურგენაშვილს, გიორგი ადამოვს და ბორის ცუგოშვილს პანაშვიდი გორში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გადაუხადეს. პანაშვიდის დასრულების შემდეგ დაღუპული სამხედროები გორის რაიონის სოფელ ორთაშენში, გორში და სოფელ კარალეთში დაკრძალეს.

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვის ცერემონია გორის გარდა დღეს მარტყოფში, ენისელში, ძეგვში და რუსთავში გაიმართა. სოფელ ენისელში დაკრძალვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრებოდა.

შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ავღანეთში 6 ივნისს დაიღუპნენ.