ვახტანგ კაპანაძე:  ნატო ის ნატო არ იქნება, როგორც ადრე იყო, იქნება გაცილებით აქტიური, ენერგიული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მოქნილი - ეს მომენტი გამოსაყენებელია

ვახტანგ კაპანაძე: ნატო ის ნატო არ იქნება, როგორც ადრე იყო, იქნება გაცილებით აქტიური, ენერგიული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მოქნილი - ეს მომენტი გამოსაყენებელია

საქართველომ უნდა იზრუნოს უსაფრთხოებისთვის - ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაბიჯები ნატო-ს მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ამ მოვლენების შემდეგ ნატო ის ნატო არ იქნება, როგორც ადრე იყო, - ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის" მრჩეველმა, ვახტანგ კაპანაძემ ნატოს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ კაპანაძე იმედოვნებს, რომ გარკვეული პროგრამები იქნება, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

„შავი ზღვის რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ვითარების დასრულების ვერცერთი სცენარი ვერ იძლევა გარანტიას საქართველოს უსაფრთხოებისთვის. საქართველომ უნდა იზრუნოს უსაფრთხოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაბიჯები ნატოს მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ამ მოვლენების შემდეგ ნატო ის ნატო არ იქნება, როგორც ადრე იყო. გაცილებით აქტიური იქნება, გაცილებით ენერგიული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მოქნილი იქნება. ეს მომენტი გამოსაყენებელია და პროაქტიული, ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული.

ვფიქრობ, ნამდვილად უნდა გაჟღერდეს საქართველოსთან მიმართებაში დამატებითი ნაბიჯები, რომელიც რეალური და ქმედითი იქნება. ეს ასევე უნდა გულისხმობდეს საქართველოში ნატოს კიდევ უფრო გააქტიურებას და ზოგადად რეგიონში. დიდი იმედი მაქვს, გარკვეული პროგრამები იქნება, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას",- აღნიშნავს კაპანაძე.