10 ცნობილი ადამიანი, რომელიც ონლაინ თამაშების დიდი მოყვარული ყოფილა

10 ცნობილი ადამიანი, რომელიც ონლაინ თამაშების დიდი მოყვარული ყოფილა

გარკვეულ ასაკში ონლაინ თამაშებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი ყოფილა. თუმცა ჩვენ შორის არიან ისეთები, რომელთათვისაც მსგავსი ტიპის თამაშები განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. ამ მხრივ გამონაკლისები არც ცნობილი ვარსკვლავები არიან, რომელთა ნაწილიც ონლაინ თამაშების დიდი მოყვარული ყოფილა.

სტატიაში 10 ცნობილი ადამიანის საყვარელი ონლაინ თამაშების შესახებ გიამბობთ. თუ თამაშების შენც გიყვარს, არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანი ერთხელ მაინც შეგხვედროდა.

1. მეთიუ პერი

მსახიობს იმდენად უყვარს ონლაინ თამაშები, რომ ადრე ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა. მისი თქმით, გამორჩეულად Fallout 3 მოსწონს.

2. სემუელ ელ ჯეკსონი

მსახიობი ვიდეო თამაშების სამყაროში საკმაოდ დიდ დროს ატარებს. თამაშებიდან კი Grand Theft Auto: San Andreas, Assasin's Creed და Call of Duty მოსწონს.

3. მილა კუნისი

2008 წლის ინტერვიუში მილა კუნისმა თქვა, რომ ვიდეო თამაშებზე დიდი ხნის განმავლობაში დამოკიდებული იყო, განსაკუთრებით კი World of Warcraft-ზე

4. მეგან ფოქსი

მეგან ფოქსს განსაკუთრებით Mortal Kombat მოსწონს და მისი თქმით, თამაში ძალიან კარგადაც გამოსდის.

5. მაიკლ ფასბენდერი

მსახიობს ონლაინ თამაშების გამო არაერთხელ გაუთენებია და განსაკუთრებით Assassin's Creed მოსწონს.

6. დრეიკი

დრეიკი Fortnite-ის დიდი ფანია და თამაშის დროს მისმა Live ჩართვამ 635 ათასი მაყურებლით რეკორდიც მოხსნა.

7. ვინ დიზელი

ვინ დიზელის თქმით, დიდი ხანია, Dungeons & Dragon-ის აქტიური მოთამაშეა. მალე ის Ark: Survival Evolved-ის ადაპტირებულ ვერსიაში შეასრულებს როლს, რომელიც ასევე მისი საყვარელი თამაშია.

8. ჯესიკა ალბა

მსახიობის თქმით, ბავშვობაში Super Mario Bros. ძალიან უყვარდა, ახლა კი Nintendo Switch Sports-ის თამაში მოსწონს.

9. დენიელ კრეიგი

დენიელ კრეიგის თქმით, ის თამაშები მოსწონს, რომლებსაც საინტერესო ისტორიები და სიუჟეტური ხაზი აქვს. ყველაზე ხშირად კი Halo-ს თამაშობს.

10. და ბოლოს, კიმ კარდაშიანი

გამონაკლისი არც კიმ კარდაშიანია და ცნობილ მოდელს 2012 წელს განსაკუთრებულად Call of Duty: Black Ops 2. მოსწონდა. თუმცა არ არის ცნობილი, დღეს რამდენად აქტიური მოთამაშეა.