ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე -,,წითელი ხიდი“ და ,, ლაგოდეხი" აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო 6 თვის მონაცემებით, 6 443 970 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.
აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამართალდარღვევას და სანქციის სახით ითვალისწინებს ფულად ჯარიმას. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს სატვირთო ავტომობილების მფლობელებს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.
ინფორმაცია საბაჟო კონტროლის რეგულაციების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4644552?publication=0