UKRINFORM: ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში

UKRINFORM: ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში

გერმანია და აშშ უკრაინის უსაფრთხოების საკითხებში ერთობლივად იმოქმედებენ. ამის შესახებ UKRINFORM-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დიდი შვიდეულის სამიტზე, ლიდერების პირველ და მეორე შეხვედრის შორის შესვენების დროს გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე საუბრისას შოლცმა განაცხადა:

„ერთიანი ვართ იმის შეფასებაში, რაც ეხება უკრაინას, იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს. შემიძლია ძალიან მკაფიოდ განვაცხადო - გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. ასე იყო დასაწყისიდან და ასე იქნება შემდეგაც - მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით“, - განაცხადა შოლცმა.

დიდი შვიდეულის სამდღიანი სამიტი დღეს, გერმანიაში დაიწყო.