პაატა მანჯგალაძე:  არაფერია ანტიკონსტიტუციური იმაში, რომ ხალხი ითხოვს იმ მთავრობის გადადგომას, რომელმაც ხელი შეუშალა საქართველოს ისტორიული მისიის რეალიზებას - ევროპაში ინტეგრაციას

პაატა მანჯგალაძე: არაფერია ანტიკონსტიტუციური იმაში, რომ ხალხი ითხოვს იმ მთავრობის გადადგომას, რომელმაც ხელი შეუშალა საქართველოს ისტორიული მისიის რეალიზებას - ევროპაში ინტეგრაციას

არაფერია ანტიკონსტიტუციური იმაში, რომ ხალხი ითხოვს იმ მთავრობის გადადგომას, რომელმაც ხელი შეუშალა საქართველოს ისტორიული მისიის რეალიზებას - ევროპაში ინტეგრაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ეტაპობრივად ხელისუფლების გადაბარებაზე უნდა იფიქროს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ვუერთდებით ყველა მოთხოვნას. კარგია, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ხალხის, უფრო მეტნი უნდა ვიყოთ, რომ მეტად შეეშინდეთ და ნელ- ნელა, ეტაპობრივად ხელისუფლების გადაბარებაზე იფიქრონ.

რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა კონსტიტუციური, რა თქმა უნდა, პროტესტიც და ხალხის მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნაც არის კონსტიტუციური, პარლამენტის მიერ ამის გაზიარება და დროებითი მთავრობის ფორმირებაც კონსტიტუციური იქნება. არაფერია ანტიკონსტიტუციური იმაში, რომ ხალხი ითხოვს იმ მთავრობის გადადგომას, რომელმაც ხელი შეუშალა საქართველოს ისტორიული მისიის რეალიზებას - ევროპაში ინტეგრაციას. ნებისმიერ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი მთავრობა თავად გადადგებოდა, ყველანაირი აქციების გარეშე,“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

amo "არაფერია ანტიკონსტიტუციური იმაში, რომ ხალხი ითხოვს მთავრობის გადადგომას", მ ა ნ ჯ გ ა ლ ა ძ ე, რომელი ხალხი? ილიაუნის დაზომბილი, ონლაინ გამოცდებზე უარის გამო გაბრაზებული, გაბრიყვებული ახალგაზრდები, თუ არასამთავროები? მაგ ხალხში ოცნების ამომრჩეველი არ იგულისხმება? შეეშვით 2%-ნი პარტიები ხალხის სახელით საუბარს. აღარ ბრიყვდება და ბოლდება ხალხი, რადგან ისინი თქვენზე ჭკვიანები არიან, შეიგნეთ!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ლგბტ და გათავხედებული, უვიცი სტუდენტები არიან ქართელი ხალხი, იქნება ლომჯარია და გიგაური ან შენი თავი გგონია ქართველი ხალხი?! წადი, ბუჩქებში გაუჩინარდი, ხმას ნუ იღებ!
2 წლის უკან
amo რა მაინტერესებს იცი, პოლიტიკურად ამდენ ნატანჯ კაცს შუბლზე ნაოჭები რატომ არ გაქვს, პატარა ბავშვის შუბლივით გადატკეცილი რომ არის.
2 წლის უკან