დავით ზარდიაშვილი: “ბიძინას არჩევამ ნაც აგრესიის მთავარ სამიზნედ და

დავით ზარდიაშვილი: “ბიძინას არჩევამ ნაც აგრესიის მთავარ სამიზნედ და "დეოლიგარქიზაციისამ" - მათი ახალი "რევოლუციის"  მთავარ სტრატეგიად, ხალხის ბრბოდ გადაქცევის ტენდენციას მისცა დასაბამი

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: 

“ბიძინას არჩევამ ნაც აგრესიის მთავარ სამიზნედ და "დეოლიგარქიზაციისამ" - მათი ახალი "რევოლუციის"  მთავარ სტრატეგიად, ხალხის ბრბოდ გადაქცევის ტენდენციას მისცა დასაბამი.

ეს ტენდენცია უკვე მკაფიოდ იკვეთება მოლიბერალო ე.წ. შუაშისტებში. მოდაში შემოდის ბიძინას ლანძღვა და რაც ყველაზე მძიმეა და ამაზრზენი, მისი ქველმოქმედების ბოროტმოქმედებად სახელდება; რასაკვირველია, ამას ნაცები იმთავითვე, ბიძინას საჯარო სივრცეში გამოჩენისთანავე სჩადიოდნენ, მაგრამ დღეს მათ შეძლეს გარკვეული კატეგორიის, ძირითადად მოლიბერალო და "პროევროპული"  განწყობის ხალხის დიდი ნაწილის აყოლიება; მიაღწიეს იმას, რომ ასეთი კატეგორიის ხალხი დააბნიეს და ისინი, სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ბრბოს: არა მხოლოდ ბიძინა, არამედ ნებისმიერი, ვინც მიიჩნევს, რომ მისი ქველმოქმედება სიკეთეა და არა ბოროტება,  ხდება მათი განურჩეველი, უკვე  სოციალური, ფაქტიურად  - კლასობრივი,  ზიზღისა და აგრესიის ობიექტი.

ასე მაგალითად: გუშინ ერთმა მეგობარმა, რომელიც თანამოაზრედ მიმაჩნდა და არაერთგზის მინახავს კიდეც თუნდაც ანტი-ნაცურ აქციებზეც, თავის ფბ კედელზე მწარედ გალანძღა ბიძინაცა და რაც მთავარია, ანონიმურად, კონკრეტული სახელით მოხსენიების გარეშე - ვინმე "ცნობილი სპორტსმენი", მისი სახით კი ყველა ის დამსახურებული ადამიანი, მთელი ის სოციალური ფენა, რომელიც ბიძინას ქველმოქმედების ბენეფიციარი და ღირსეულად დამფასებელიცაა;

რასაკვირველია, პოლიტიკური თვალსაზრისით - ეს ახალი ნაცური რევოლუცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა. მაგრამ ნაცების მიერ გაღვიძებული ბოროტი ტენდენცია გაცილებით უფრო დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე თუნდაც მათი ე.წ. რევოლუციაა: თუ ამ ტენდენციამ ფეხი მოიკიდა და იმძლავრა, ე.ი. ხალხმა სახე დაკარგა და ბრბოდ, რომელსაც შავისა და თეთრის, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა არ ძალუძს,  იქცა - ყოველგვარ მნიშვნელობას დაკარგავს ის "ევროპული 12 პუნქტიცა" და საერთოდ, ნებისმიერი პოლიტიკური პროგრამა თუ ეროვნული პროექტი.

პოლიტიკური ფორმის მიუხედავად, რომელიც ნებისმიერი შეიძლება იყოს, მიღწეული იქნება მტრული, ანტი-ქართული "პროექტის" ძირითადი ამოცანა - ქართველი ხალხის სახის წაშლა და მისი ბრბოდ, ე.ი. უსახურ მასად, რომელსაც მხოლოდ ინსტიქტებითა და აფექტებით ძალუძს ველურ მდგომარეობაში ყოფა, გადაქცევა. ასეთ ბრბოს სჯული, ე.ი. კონსტიტუცია და სამართალი არა სჭირდება, არამედ "ლინჩის წესია" მისთვის სამართლის უზენაესობა. რადგანს სჯულს არ მისდევს, კონსტიტუციას არა სცნობს, ბრბოს თავშესაფარი სჭირდება და არა სახელმწიფო. ხოლო ბრბოთა თავშესაფარი ჯერ ნაცების რეჟიმია, ხოლო დიდ მასშტაბში  - რუსეთი! თუკი, რაღა თქმა უნდა, ანტი-სასწაული არ მოხდა და ასეთად ევროკავშირი არ იქცა. რისი საშიშროებაც, თუკი საქართველოსთან მათი დამოკიდებულებით, განსაკუთრებით იმ ანტი-ქართული რეზოლუციის მაგალითზე და ახლა "დეოლიგარქიზაციის" აბსურუდლი მოთხოვნით თუ  განვსჯით, უდავოდ არასებობს”!

trampi ზემლიაკ ორიოდ სიტყვას გეტყვი

ათას პროცენტიანს ამბობ.....ზუსტად იქითკენ მიაქანებენ ამ გაუნათლებელ; ახალგაზრდობას და მათ შემყურე ............................. ძველგაზრდობასაც......
არადა შეადარე 9 აპრილების ახალგაზრდების განათლების დონე და დღევანდელი ახალგაზრდების ...
ხომ ხედავ საიდან სად ჩამოვედით
სწორედაც მიზანმიმართულად, ზუსტად მაგიტომ დაგვინგრიეს განათლების სისტემა, რომ გაუნათლებელი ანუ ადვილად სამართავი საზოგადოება ჩამოყალიბებულიყო ..........................................და ჩამოაყალიბეს კიდეც
აქ ბევრჯერ მითქვია და მიხსენებია ნოდარ ნათაძე.
მიტინგებზე, (1987--90 წწ) თავის გაზეთში და ყველგანაც, სადაც ხელი მიუწვდებოდა სულ იმას გვიმტკიცებდა რომ ამერიკაში სამხედრო
ლაბორატორიებ--ინსტიტუტებში, საზოგადოების მართვის სხვადასხვა მეთოდებზე მუშაობენო და მათ შორის მართვადი ქაოსის შექმნაზე და მერე იმ ქაოსით საზოგადოების მართვაზეო........
ანუ ჩემი ტერმინოლოოგიით რო ვთქვა ----- მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭირებაო
გვეცინებოდა ..... პუპუზას ვეძახოდით. გვიკვირდა და ვერ წარმოგვედგინა განათლებული ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი ესმის, როგორ უნდა მართონ მეთქი. არადა ეხლა რო ვუყურებ თურმე ას პროცენტიანს იძახოდა
ჰოოდა პირველ რიგში განათლება ზუსტად იმიტომ გამოაცალეს საქართველოს, რომ ხალხმა არ(ვერ) იზროვნოს, ადვილად დამჯერ--დამყოლი გახდეს
პლიუს ეკონომიური გაჭირვება..........................და ხალხის გამოშტერებისთვის(ბრბოდ ქცევითვის) გარემოც მზადაა(ანუ ჩემებურად პავლოვი)
ეკონომიური სიდუხჭირე ადამიანებს აზროვნებას უცვლის, უფრო სწორად აზროვნების უნარს აცლის, გონებას უბინდავს..
ყოფიერება---ცნობიერების ამბებში გაჭირვებულ საზოგადოებაში მე ყოველთვის ყოფიერებას ვაყენებ წინ. ის განსაზღვრავს ადამიანის ცნობიერებას, ანუ ის განსაზღვრავს ადამინის საქციელს.......................ცნობიერება გადაგვარებული ადამიანის მართვა კიდევ ძალიან ადვილია....აი როგორც თუნდაც დღევანდელი ჩვენი ახალგაზრდობა(ზოგადად)
ეკონომიური გაჭირვება და ლუკმაპურზე ფიქრი ადამიანს მარტო მატერიალურად კი არა სულიერადაც აღარიბებს..................... ლუკმაპურზე მორბენალ ადამიანს ძნელია რაიმე ადამიანურ ფასეულობებზე ელაპარაკო
ჩემი თაობის ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებსაც ერთ დროს ძალიან, ძალაინ კარგი განათლებაც ჰქონდათ, ძალიან კარგი აზროვნება--ფასეულობებიც, მაგრამ ამ არეული ცხოვრებიდან გამომდინარე და წლების მანძილზე ლუკმაპურის დევნა---გაჭირვებამ, ისინი სულ სხვა ხალხად აქცია --იქცნენ ...
მათ მაყურებლელს უბრალოდ გული მტკივა
არადა ერთ დროს ძააან კაი ხალხი იყო...იმათ ცნობიერება ეკონომიური გაჭირვებით გადაუკეთეს(ასე ვთქვათ ჩარეცხეს) ...ახალგაზრდებს კიდევ .ხედავ
როგორც..
.ხოოდა ეგააა რაცააა
მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ამერიკა ვერ მოგვერევა........................................ჩვენთვის ეგ მეშვიდე იმპერიაა...მაგათაც მივასქტიმებთ
2 წლის უკან