ორი წლის წინ გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ გამოჩენილი მომღერალი როდ სტიუარტი საკუთარი ბიოგრაფიის წერას შეუდგა.
შოტლანდიელ როკმენს ბოლო პერიოდში თურმე ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა.
2011 წელს სტიუარტმა ამერიკულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საკუთარ მოგონებებში მხოლოდ სიმართლეს ისაუბრებდა.
„მემუარების დაწერის იდეა დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა. მოხარული ვარ რომ ამჟამად თავისუფალი დრო გამოვნახე და ხელში კალამი ავიღე. გირჩევთ ჩემი ნაშრომი აუცილებლად წაიკითხოთ, მე ხომ საკუთარ წარსულს ყოველგვარი შელამაზების გარეშე გავიხსენებ” – განაცხადა მაშინ როდ სტიურტმა.
„ავტობიოგრაფიის დაწერაზე ბევრს ვფიქრობდი. მწერლობაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა ძალიან მაინტერესებს. ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც. არაერთი შესანიშნავი პიროვნება გავიცანი და მოსაგონარი ბევრი გამაჩნია. რამდენიმე თვის წინ მივხვდი რომ შესაფერისი დრო დამიდგა და საკუთარი ბიოგრაფიის ქაღალდზე გადატანა უნდა დამეწყო. გპირდებით რომ მკითხველი არ მოიწყენს.” – ამ სიტყვებით დაასრულა იმდროინდელი ინტერვიუ როდ სტიურტმა.
რამდენიმე დღის წინ ამერიკული გამოცემა ცნობილ შოტლანდიელ მომღერალს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა.
ბატონმა როდმა დიდი სიამაყით განაცხადა, რომ მემუარებზე მუშაობა უკვე დაასრულა და ამ ნაშრომს, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ერთ-ერთი ბრიტანული გამომცემლობა გამოსცემს.