გივი აფაქიძე:

გივი აფაქიძე: "მაიდანს ირონიით რომ მოიხსენიებენ, ეგ სწორია?! სწორედ მაიდანმა მოუტანა უკრაინას დღევანდელი ბედნიერება"

ფეისბუქ-მომხმარებელი გივი აფაქიძე სოციალურ ქსელში წერს:

"მეზობელმა ორივე ფეხი მოიტეხა ავარიაში, სავარძლში უნდა იჯდეს სამი თვე და შიშით ვერ ამხელს, რომ მწვავე ბუასილიც აქვს - იმდენს შეშურდება, რომ "თვალი მეცემაო", ამბობს.  გუშინ ვიღაც ქერა გოგომ თქვა, "მაიდანს ირონიით რომ მოიხსენიებენ, ეგ სწორია?! სწორედ მაიდანმა მოუტანა უკრაინას დღევანდელი ბედნიერებაო". აქეთაა და ერთი კვირაა ტვინი გაღუნეთ ყველა მასტის ფრენდებმა, "როგორ გვშურს, როგორ ვგშურს.." - არა ბიძია, არაფერი არ გეშველებათ, სანამ სწორად შეშურებას მაინც არ ისწავლით. 

საიუზის დროს,პარტიის და "დასახული გზის" კრიტიკის გაცხადებული დევნის პირობებში, თუ იკრიბებოდა ხალხი ვინც ერთმანეთს მეგობრებს ეძახდა, თავისუფლად აკრიტიკებდა დაძალებულ "სიწმინდეებს". დღეს ამის შანსი არაა, აზრის ქონა აკრძალულია, იმის თქმაც კი უტყდებათ ტიპებს, რომ დასავლური იდეისგან მხოლოდ ძველი, კეთილი სახელიღა დარჩა. 

ამჟამინდელი ევროპოლიტიკოსები და მათი რეგიონალური მასშტაბის "შაфკები" იგივე კომკავშირლები არიან, მხოლოდ განსხვავებული აზრისადმი ბევრად ხისტი მიუღებლობით - სიკეთეებზე მხოლოდ ლამაზი სიტყვებით  და ნულოვანი ქმედებებით. 

არა და ის კარგი ევროპა მუდმივი მოქმედება არ იყო??

წარმოიდგინეთ, ევროპის ღერბი გაქვთ ახლა მოსაგონებელი - რას დაახატავდით  ძველი, კარგი ევროპის  ჯვრების, ლომების, სატევრების, გალავნების, გემების  ნაცვლად - ცისარტყელას და კრუჟოვებს?