დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა ამჯერად ბოხუას ქუჩის N5-ში მიმდინარეობს, ეწყობა 290 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი.
უხვი ნალექის დროს სანიაღვრე ქსელის გაუმართაობა წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.
სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა მოგვარდება. სანიაღვრე ქსელის მონტაჟის პროექტს, გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფირსტ კაპიტალი 45 000 ლარის ფარგლებში ახორციელებს. სამუშაოების შემდეგ ეტაპზე ტერიტორიაზე ასფალტის საფარიც მოწესრიგდება.