საქართველოს თავდაცვის მინისტრი შიდა ქართლში იმყოფებოდა. ირაკლი ალასანიამ ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული სამხედროების - I კლასის რიგით ზურაბ გურგენაშვილის, რიგით ბორის ცუგოშვილისა და კაპრალ გიორგი ადამოვის ოჯახებს მიუსამძიმრა.
გორსა და სოფელ კარალეთში, თავდაცვის მინისტრთან ერთად სამძიმარზე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები.