უკრაინაში აშშ-ის საელჩო: რუსეთმა საკვების იარაღად გადაქცევა უნდა შეწყვიტოს

უკრაინაში აშშ-ის საელჩო: რუსეთმა საკვების იარაღად გადაქცევა უნდა შეწყვიტოს

უკრაინაში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ გლობალური სასურსათო კრიზისის გამძაფრება პუტინის ომის შედეგია.

„გლობალური სასურსათო კრიზისი გამწვავდება პრეზიდენტ პუტინის მიერ არჩეული ომით და არა სანქციებით, როგორც ის აცხადებს. დეზინფორმაცია ვერ დამალავს კრემლის პასუხისმგებლობას. რუსეთმა საკვების იარაღად გადაქცევა უნდა შეწყვიტოს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.