გასულ წელს ამერიკულმა ინტერნეტ საიტმა „Collider” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ჯგუფი „Rolling Stones”-ის უბერებელი ლიდერი მიკ ჯაგერი ახალ სურათში მთავარი როლის შემსრულებლად უნდა მოგვევლინებოდა
საუბარია კინოპროექტზე, რომლის პირობითი სათაურია „ტაბლოიდი“.
„ტაბლოიდის” გადაღება გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო.
ფილმში „ტაბლოიდი” გაშუქებული იქნება ამერიკული მას-მედიის საქმიანობის ჩრდილოვანი მხარეები. მისი სიუჟეტური ღერძი აიგება მიკ ჯაგერის მიერ განსახიერებული მედიამაგნატის ირგვლივ. ეს პიროვნება რამდენიმე გამოცემის მფლობელია და მუშაობისას არაკანონიერ მეთოდებს იყენებს.
წინასწარი მონაცემებით ფილმის გადაღება მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულებულიყო და მსოფლიო კინოგაქირავებაში ამავე წლის ოქტომბერში უნდა გამოსულიყო.
გაურკვეველი მიზეზების გამო მისი საგადასაღებო პროცესი გაიწელა. ამისი უმთავრესი მიზეზი ბატონი მიკ ჯაგერის მოუცლელობა აღმოჩნდა.
ბოლო ინფორმაციით, მხატვრული სურათი „ტაბლოიდი“ დღის სინათლეს მომავალი წლის ზაფხულში იხილავს.