ცოტა ხნის წინ ამერიკულ მას-მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
2010 წელს, 85 წლის ასაკში ცნობილი მსახიობი ტონი კერტისი გარდაიცვალა. თურმე სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე კერტისმა ერთი საგულისხმო განცხადება გააკეთა.
სერ ტონის მტკიცებით, ის და პოპულარული მსახიობი მერილინ მონრო ერთი პერიოდი საყვარლები ყოფილან.
კერტისი ამტკიცებდა, რომ მერილინ მონრო მისგან ორსულად იყო, მაგრამ ქალმა ბავშვი ტრაგიკული შემთხვევის გამო დაკარგა.
კერტისის თქმით, მას და მონროს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაოჯახებული იყო, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.
„როდესაც 1962 წელს მისი გარდაცვალების შესახებ შევიტყვე, შეძრული ვიყავი... მერილინის ამ ქვეყნიდან წასვლა ტრაგედიად აღვიქვი. ის საოცარი ქალი იყო,“ - იხსენებდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ტონი კერტისი.