რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „sport.es” გაავრცელა ცნობა, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდისა და ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი ფერნანდო ტორესის სამსახურით კატალონიური „ბარსელონა“ დაინტერესდა.
ცნობილი გახდა რომ „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო 29 წლის ესპანელ შემტევს კარგი თვალით არ უყურებს და მისი გაყიდვა სურს.
ორი კვირის წინ ლონდონური კლუბი იტალიურ „ნაპოლის“ დაუკავშირდა და ედინსონ კავანის შეძენის სურვილი გამოთქვა. დიეგო მარადონას ყოფილ გუნდს, „ხურდაში“ ფერნანდო ტორესს აძლევდნენ. ამ შემოთავაზებაზე იტალიელებმა უარი განაცხადეს.
ცნობილი გახდა, რომ ტორესის სამსახურით კატალონიური „ბარსელონა“ სერიოზულად დაინტერესდა.
ესპანელებმა ბრიტანელებს თავდამსხმელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზეს. ბატონი რომან აბრამოვიჩის პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.