ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მახაჩკალის „ანჟის“ მომავალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რამდენიმე ფეხბურთის სპეციალისტი განიხილებოდა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ გუუს ჰიდინკი რუსულ კლუბს გამოეთხოვებოდა და კარიერას სავარაუდოდ მადრიდის „რეალში“ გააგრძელებდა.
წინა კვირას რუსულმა სპორტულმა მას-მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ სულეიმან ქერიმოვის კლუბს პორტუგალიური „პორტუს“ მთავარი მწვრთნელი ვიტორ პერეირა ჩაიბარებდა. მოგვიანებით პერეირამ მუშაობის გაგრძელება საუდის არაბეთში გადაწყვიტა.
გუშინ იტალიურ პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ „ანჟის“ ცნობილი აფრიკელი ფეხბურთელი სამუელ ეტოო ჩაიბარებდა.
დღეს დილით მახაჩკალის „ანჟის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი გუუს ჰიდინკი კარიერას დაღესტნის დედაქალაქის გუნდში გააგრძელებს.
ჯერჯერობით უცნობია ჰიდინკი რამდენწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და როგორი იქნება მისი ყოველთვიური ანაზღაურება.