ხელოვნების მოყვარულებმა ალბათ უკვე იციან. რომ ცნობილი თბილისელი რეჟისორის – სერგო ფარაჯანოვის შესახებ, რუსეთსა და უკრაინაში დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყეს. დღეს ფარაჯანოვი 87 წლისა გახდებოდა და რეჟისორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისშიც გაიმართება. დღეს 18:00 საათზე “ბამბის რიგში“ სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 87 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთგვარი აქცია გაიმართება.
საიუბილეო ღონისძიება მიზნად ისახავს კინორეჟისორისა და მხატვრის შემოქმედების მიმართ საზოგადოების დაინტერესების გაზრდას.
პროგრამა მოიცავს ფარაჯანოვის შემოქმედების ამსახველი კადრების ჩვენებას, ფოტოებისა და ნახატების გამოფენას.
აქცია სერგო ფარაჯანოვის ძეგლთან დაიწყება, სადაც მონაწილეებმა ერთი ცალი ბროწეული უნდა მიიტანონ, რითაც ისინი პატივს მიაგებენ დიდი შემოქმედის ხსოვნას.
როგორც ამ აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რაც, ფარაჯანოვის შემოქმედებით დაინტერსებულთა რაოდენობას აუცილებლად გაზრდის.