როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთში, როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი ადგილობრივი დროით 9:25 საათზე გაჩნდა და 50 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.