ტკბილი კარტოფილის კასეროლი

ტკბილი კარტოფილის კასეროლი

ინგრედიენტები

1   კგ. ტკბილი კარტოფილი

4   ს/კ დარბილებული კარაქი

1/2  ჭიქა რძე

1/2  ჭიქა ყავისფერი შაქარი

1/2 ჭიქა დაფქული მუსკატი

1/4  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

1   ჩ/კ მარილი

1/2  ჭიქა ფქვილი

4   ს/კ გამდნარი კარაქი

1/2  ჭიქა დაჭრილი ნიგოზი

1/4  ჭიქა ყავისფერი შაქარი

1/2  ჩ/კ მარილი

მომზადებ

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. მოუსვით ცხიმი საშუალო ზომის კასეროლის საცხობ ლანგარს.

ტკბილი კარტოფილი გათალეთ და კუბიკებად დაჭერით. მოათავსეთ დიდ თასში და დაფარეთ წყლით. აადუღეთ, შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე კარტოფილის დარბილებამდე, დაახლოებით 15 წუთით. გადაწურეთ და გააგრილეთ. შემდეგ გადაიტანეთ დიდ თასში.

კარტოფილს კარაქი დაუმატეთ და საჭყლეტით დასრისეთ. დაუმატეთ რძე, ყავისფერი შაქარი, მუსკატი, მარილი და ვანილი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ წინასწარ გამზადებულ კასეროლის ლანგარზე.

საშუალო თასში მოათავსეთ ½ ჭიქა ფქვილი, 4 ს/კ გამდნარი კარაქი, ½ ჭიქა დაჭრილი ნიგოზი, ¼ ჭიქა ყავისფერი შაქარი, ½ ჩ/კ მარილი და კარგად აურიეთ.

მიღებული ნაზავი ტკბილ კარტოფილს მოაყარეთ და აცხვეთ გადაბრაწვადე, დაახლოებით 25 წუთით. მიირთვით თბილი.