შაშკინის გაუქმებულ ლოგოპედიურ სკოლას იმედია მარგველაშვილი აღადგენს

შაშკინის გაუქმებულ ლოგოპედიურ სკოლას იმედია მარგველაშვილი აღადგენს

დღეს, საღამოს გაირკვევა აღადგენს თუ არა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის დაარსებულ  და დიმიტრი შაშკინის მიერ გაუქმებულ ლოგოპედიურ სკოლას განათლების ამჟამინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. სამინისტროს შენობასთან ყოფილი ლოგოპედიური სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა აქცია გამართეს. for.ge იქ მათი თხოვნით მივიდა და ლოგოპედიური სკოლის გაუქმების შემდეგ გამოვლენილ პრობლემებზე ერთ-ერთ პედაგოგთან, ნაზი შიოშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. აქციის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ 17 საათზე გაუქმებული სკოლის წარმომადგენლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე შეხვდება.

იმ ბავშვების მხარდასაჭერად, რომელთაც ლოგოპედიური სკოლის გაუქმების შემდეგ ჩვეულებრივ სკოლებში სიარულის დროს მასხრად იგდებენ და პრობლემებს უქმნიან, არასამთავრობო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ. უმცირესობების უფლებებს თავგადაკლულები იცავენ, არ მოსულან; ჯერჯერობით, არც მათი განცხადებები წამიკითხვას საინფორმაციო სააგენტოებში. არადა, ქუჩაში ორი ან სამი გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი, რომ გამოსულიყო, მათ მხარდასაჭერად დიდი აურზაური ატყდებოდა. თუნდაც დღევანდელი აქციით დასტურდება ის, რომ ე.წ. უმცირესობების უფლებებს გამორჩევით იცავენ. ალბათ, რომელი პრობლემიდანაც მეტ სარგებელს გამოელიან, ხმას იმაზე იმაღლებენ.

განათლების სამინისტროსთან ლოგოპედიური სკოლის აღდგენის მოთხოვნით ერთადერთი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო მოსული, რომელიც მისივე განმარტებით, სკოლის გაუქმების შემდეგ მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ცდილობს სკოლა აღდგეს.

ყოფილი ლოგოპედიური, იგივე ყოფილი 193-ე საჯარო სკოლის ლოგოპედ-პედაგოგი ნაზი შიოშვილი ამბობს, რომ სამინისტროსთან აქციის გამართვამდე ამ უწყებას წერილობით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ პასუხი ვერც ერთხელ მიიღეს და ამიტომ, იძულებულები გახდნენ ბრძოლა პლაკატებით ხელში გაეგრძელებინათ.

ნაზი შიოშვილი: ჩვენ ვითხოვთ ლოგოპედიური სკოლის აღდგენას, რომელიც 40 წლის წინ აკადემიკოსმა გიორგი ახვლედიანმა დააარსა. ეს სკოლა გახლდათ საქართველოში ერთადერთი ლოგოპედიური სკოლა, რომელიც მდებარეობდა ოპერის უკან, ლაღიძის ქუჩა N7-ში. სკოლის გაუქმებამდე რამდენიმე თვით ადრე დირექტორმა მარინე გიგაურმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ მაინც მოხსნეს და 2012 წლის აგვისტოში მის ნაცვლად “ნაცმოძრაობის“ აქტივისტი თამარ გერმესაშვილი დანიშნეს. მან ერთი ხელის მოსმით 7 პედაგოგი გაათავისუფლა. მას მშობლები აუჯანყდნენ.

რა იყო აჯანყების მიზეზი?

-მან თავის საქმე არ იცოდა, არასპეციალისტი იყო, ჩვენს სკოლაში საბავშვო ბაღიდან მოვიდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებით თავისებური, ფაქიზი მოპყრობა სჭირდებათ, რადგან გონებრივი განვითარების კუთხით პრობლემები აქვთ, მეტყველება უჭირთ. 2012 წლის თებერვალში მოვიდნენ, ეს სკოლა დახურეს, ბავშვები სხვადასხვა სკოლებში ვითომ გადაანაწილეს.

რას ნიშნავს ვითომ გადაანაწილეს?

-ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვები ჩვეულებრივ სკოლაში ვერ დაჰყავთ, რადგან მასპინძელი სკოლის მოსწავლეები, მშობლები მათ დასცინიან. ამასთან, ჩვენი ბავშვები ვერ იგებენ, რას ასწავლიან. ამაში მასწავლებელს არ ვადანაშაულებ, რადგან ჩვენი სკოლის და მათი სკოლის გაკვეთილების სტრუქტურა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია - ჩვენ მეცადინეობებს ინდივიდუალურად ვატარებდით, წარმოთქმის ფორმირებაზე, მეტყველების განვითარებაზე გამოკვეთილ აქცენტს ვაკეთებდით...

ამასთან, მასპინძელი სკოლის მშობლებს არ უნდათ, რომ მათი შვილების გვერდით დასხდნენ ლოგოპედიური სკოლიდან მივლენილი ბავშვები.

რა ხდება ყოფილი სკოლის შენობაში, ლაღიძის N7-ში?

-არაფერი ხდება, როგორც დავტოვეთ, ყველაფერი ისევ ისეა, იქაურობა დაკეტილია. ჩვენი ინვენტარი 203-ე საჯარო სკოლამ, იგივე ყრუ-მუნჯთა სკოლამ გადაიტანა.

სკოლის აღდგენის მოთხოვნით აქციის გამართვამდე რა ნაბიჯები გადადგით?

-პირველი განცხადება სამინისტროში გასული წლის 5 ოქტომბერს შემოვიტანეთ. მას შემდეგ, როგორც ჩვენ, ისე მშობლებმა არაერთი წერილი ჩავაბარეთ, მაგრამ პასუხი ვერც ერთზე მივიღეთ. შევხვდით პარლამენტარებს: ზურაბ აბაშიძეს, ვიქტორ დოლიძეს. მათ ჩვენი გასაჭირი განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს გააცნეს. ვიყავით დიმიტრი ლორთქიფანიძესთან. ამ პრობლემის შესახებ იცის პარლამენტარმა გია ცაგარეიშვილმა.

პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა პაპუაშვილს მივმართეთ, რომელმაც სამინისტროს ქუთაისიდან წერილი გამოუგზავნა - ჩვენი სკოლის აღდგენის რეკომენდაციით მიმართა. მიუხედავად ამისა, ამ წუთამდე ვერ შევძელით სამინისტროდან პასუხის მიღება, მინისტრამდე ვერ მივაღწიეთ. ახლა ხუთ საათზე მინისტრის მოადგილეს იმ იმედით ვხვდებით, რომ პრობლემა დადებითად გადაიჭრება.